logo
ENG



კალასი: უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთთან ჰიბრიდულ ომში ვართ, მიგრაცია რუსეთის შემდეგი იარაღია

07 ოქტ 202214:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/07/0terp2mw5ue2uxr.jpg

მე უფრო ვღელავ უკრაინელი ხალხის ტანჯვაზე, ვიდრე მათზე ვინც ახლა რუსეთიდან გარბის. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ასევე ვართ რუსეთთან ჰიბრიდულ ომში, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩვენს წინააღმდეგ იარაღად იყენებენ განსხვავებულ ელემენტებს: ენერგორესურსები უკვე ვნახეთ, მიგრაცია არის შემდეგი იარაღი.

ხალხი [რუსეთის მოქალაქეები] შეეცდება წავიდეს იმ რეგიონებში, სადაც უკვე ჰყავთ რუსული უმცირესობა. ესტონეთში 1922 წელს რუსული უმცირესობა შეადგენდა 3.2%-ს, ოკუპაციის დასრულების შემდეგ კი ის 30%-ზე მეტი იყო. თუ ეს ხალხი ჩამოვა ევროკავშირის წევრ ისეთ პატარა ქვეყნებში, როგორიც ესტონეთი და ლატვიაა, მაშინ უმცირესობა უბრალოდ გაიზრდება, რუსეთი კი იტყვის, რომ ისინი უნდა გაათავისუფლოს. ასე რომ, ეს ყველაფერი უფრო ფართო იმპერიალისტური სურათის ნაწილია. 

 

close დახურვა