logo
ENG



კალასი: ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხისა და მისი ევროპული არჩევნის გვერდით

01 დეკ 202415:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/01/01k1t371eon3kmf.jpg

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ის და მისი კოლეგები ქართველი ხალხისა და მისი ევროპული არჩევნის გვერდით დგანან.

კალასი აღნიშნავს, რომ ოცნების ანტიევროპულ ნაბიჯს ევროკავშირის მხრიდან პირდაპირი შედეგები მოჰყვება.

"ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხისა და მისი არჩევნის გვერდით, რომელიც ევროპულ მომავალს გულისხმობს.

ჩვენ ვგმობთ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობასა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, არ გააგრძელონ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ და გამოიწვიონ ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა.

ამას ევროკავშირის მხრიდან პირდაპირი შედეგები მოჰყვება", - წერს კალასი X-ზე.

 

close დახურვა