logo
ENG



კალაძე: 1200-მდე სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცემა

10 აპრ 202017:30
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საკრებულომ სამასზე მეტ ოჯახს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა. ოჯახებთან მისატანი ნობათები საკრებულოს კომპანიებმა გადასცეს. სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება კერძო სექტორის ჩართულობით მიმდინარეობს.

„კონკრეტულ შემთხვევაში აქცენტი კეთდება სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებზე. დაახლოებით 1200 ასეთი ოჯახი არის და უკლებლივ ყველას გადაეცემა ეს პროდუქტები ერთჯერადად. შემდეგ უკვე რამოდენიმე დღეში განხორციელდება ეს პროექტი“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.


close დახურვა