„14 დეკემბერს თბილისში თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიება მასშტაბური შეკრება გაიმართება,“ - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თბილისის მერმა საქართველოს ყველა რეგიონის მცხოვრებლებს მოუწოდა, რომ ჩამოვიდნენ საზეიმო ღონისძიებაზე, რათა ერთად დაუჭირონ მხარი საქართველოს გზას ევროპისკენ. კალაძის განმარტებით, საორგანიზაციო ჯგუფი ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას საქართველოს ყველა რეგიონიდან უზრუნველყოფს.
„„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით 14 დეკემბერს თბილისში თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიება მასშტაბური შეკრება გაიმართება. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი ახალგაზრდების ამ ინიციატივას სიამოვნებით შევუერთდით და დღეის მდგომარეობით ეს ღონისძიება თავისი მასშტაბებით უკვე გასცდა ახალგაზრდული ორგანიზაციის ფარგლებს და მთელი პოლიტიკური გუნდის საზეიმო ღონისძიებად იქცა ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი ღირებული დაა მნიშვნელოვანია. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა რეგიონიდან ვიწვევთ ჩვენს მხარდამჭერებს. კერძოდ ქართული ოცნების კურსის და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერებს. საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას საქართველოს ყველა რეგიონიდან. მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, რეგიონში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს მობრძანდით ოჯახთან შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, რათა ერთად დავუჭიროთ მხარი საქართველოს გზას ევროპისკენ.
ბოლო დღეების განმავლობაში ზოგიერთი მედია საშუალება ძალიან გააქტიურებულია და ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ადამიანები, რომ თითქოს შაბათს 14 დეკემბერს ჩვენს მიერ გასამართ ღონისძიებაზე დასწრება არის დარღვევა და დანაშაული. მინდა მივმართო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, რომ ამ ღონისძიებაზე დასწრება არანაირი კანონდარღვევა არ არის. თავისუფლად ყოველგვარი პრობლემების გარეშე შეგიძლიათ ჩამობრძანდეთ და ერთად ვიზეიმოთ, რომ საქართველო არის ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ვერავინ და ვერაფერი ვერ შეზღუდავს თქვენს აქ ჩამობრძანებას. „ქართული ოცნება“ ყველანაირი ტრანსპორტირების ხარჯებს თავის თავზე იღებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.