კახა კალაძის თქმით, 22 თებერვლიდან თბილისში 180 ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს.
თბილისის მთავრობის სხდომაზე კალაძემ თქვა, რომ ეს ყვითელი "მარშრუტკების" ჩანაცვლების პროცესის ნაწილია. მისი თქმით, ნაყიდია 300 მიკროავტობუსი.
„ჩვენ შევიძინეთ 300 მიკროავტობუსი. მიმდინარეობს ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია და მგზავრებისთვის გადაადგილების თვალსაზრისით, პრობლემას წარმოადგენს - არაკომფორტულია და ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. შესაბამისად, ჩანაცვლების პროგრამა დაწყებულია. 300 ერთეული შესყიდულია. ამ 300 ერთეულიდან 120 უკვე ხაზზე იყო გაშვებული, მუშაობდა, ყველანაირი ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვილი. ორშაბათიდან კი უკვე დამატებით, 180 ერთეული მიკროავტობუსი გავა ხაზებზე და თბილისის მოსახლეობას მოემსახურება, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა კახა კალაძემ.
მან ვიცე მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, კომპანიამ, რომელიც ამჟამად თბილისში ოპერირებს, მიკროავტობუსების გამოსყიდვის პროცესი დროულად დაასრულოს.