logo
ENG



კალაძე: Ford-ის მარკის 300 მიკროავტობუსი ოქტომბრიდან ეტაპობრივად შემოვა თბილისში

23 სექ 202012:25
3 წუთის საკითხავი
 
rfag2dtztellmuc.png

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, Ford-ის მარკის 300 მიკროავტობუსი ეტაპობრივად შემოვა თბილისში. 23 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე მერმა განმარტა, რომ ოქტომბერში მიკროავტობუსების გარკვეული ნაწილი უკვე ადგილზე იქნება და დანარჩენიც ეტაპობრივად შემოვა, 180 კალენდარული დღის განმავლობაში. 

თბილისის მერის თქმითვე, ტენდერი დასრულებულია და 18 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება. 

"თბილისში 3000-მდე მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა პირველი წლების განმავლობაში, თუმცა მიკროავტობუსების რაოდენობა 1200-მდე შემცირდება. ჩვენ საავტობუსე და მარშუტების ქსელის მოდერნიზებას ვაკეთებთ, რათა ძირითად უბნებში ივლის 12-მეტრიანი, 8-მეტრიანი, 10-მეტრიანი ავტობუსები, ხოლო თბილისის რელიეფიდან, ქუჩების სივიწროვიდან გამომდინარე ივლის მიკროავტობუსებიც", - თქვა კახა კალაძემ. 


close დახურვა