logo
ENG



კალაძე: ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება მნიშვნელოვანია

10 აპრ 202017:22
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციის კრიტიკას ბიძინა ივანიშვილის მიმართ დღეს თბილისის მერი გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, სახელმწიფო მოსახლეობის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება კი მხოლოდ მისასალმებელია.

"ჩვენ ვსაუბრობთ ქველმოქმედებაზე, სოლიდარობაზე. თუნდაც ის, რომ კომპანიები, ბიზნესსექტორი და ჩვეულებრივი მოქალაქეები ჩართულნი არიან, მნიშვნელოვანია. სიკეთე უნდა იყოს გადამდები და ვისაც რა შეგვიძლია, ხელი უნდა შევუწყოთ ერთმანეთს. ივანიშვილის ქველმოქმედება მნიშვნელოვანია და ეს თანხები მიმართული იქნება აუცილებელ მიმართულებებზე",-აღნიშნა კახა კალაძემ. 

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა კორონავირუსთან საბრძოლველად ფონდში 100 მლნ. ლარი გადარიცხა.


close დახურვა