"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე პარტიის თავმჯდომარისა და უმრავლესობის წევრებს შორის გამართულ კონსულტაციებს ეხმაურება. თბილისის მერი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოწინააღმდეგე დეპუტატების გამო დაიგეგმა. კალაძის თქმით, გუნდის დიდი ნაწილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მომხრეა.
"გუნდის დიდი ნაწილი ემხრობა იმას, რომ ცვლილებები, რომელიც იყო დაანონსებული, განხორციელდეს. მიმდინარეობს ინდივიდუალურ რეჟიმში ამ ადამიანებთან კომუნინკაცია. უშუალოდ პარტიის თავმჯდომარეა საქმეში ჩართული და ახორციელებს შეხვედრებს. ამის გამო გადაიდო კენჭისყრა", - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენმტა გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე გატანა დღეისთვის გადადო. მიზეზად მმართველმა გუნდმა კანონპროექტის ჩაგდების საფრთხე დაასახელა.