logo
ENG



კალაძე: თბილისში მაჰათმა განდის ძეგლს სათვალე მოპარეს

04 აგვ 202111:23
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ვარკეთილში მდებარე მაჰათმა განდის ძეგლს სათვალე მოპარეს. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"მაჰათმა განდის ძეგლი უკვე დაზიანებულია, კერძოდ, მოხსნილია სათვალე, ძეგლს მოპარეს სათვალე, არ ვიცი რა უნდა ვთქვა ამაზე.

ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, რთულია მისცე ამ ყველაფერს შეფასება და კიდევ უფრო ძნელია იმის გააზრება, რომ ხშირად ვანდალიზმის ჩამდენი პირები არიან მოზარდები და მათ აგრესიულ ქცევას, ვანდალიზმს მშვიდად ადევნებენ თვალყურს უფროსები, რაც ძალიან მძიმეა და რა ვიცი, მინდა, ყველას ვთხოვო, გვერდში დაგვიდგნენ ამ მიმართულებით", - თქვა კალაძემ.

მაჰათმა განდის ძეგლი ვარკეთილში 10 ივლისს საზეიმოდ გაიხსნა.


close დახურვა