logo
ENG



კალაძე: თბილისში ყოველ შაბათ-კვირას ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება

19 აპრ 202214:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/19/a8khqzjg1tod0vx.jpg

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისში ყოველ შაბათ-კვირას ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება.

მისი თქმით, პროექტი "თბილისის ცის ქვეშ", რომელიც პანდემიის გამო შეჩერებული იყო, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ განახლდება.

"ეს ღონისძიებები შეიძლება იყოს თბილისის სხვადასხვა რაიონში და სხვადასხვა სივრცეში, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს და მასშტაბური იყოს. გარდა ამისა, დავეხმარებით ამ სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც პანდემიამ სერიოზულად დააზარალა. ხალხიც, რა თქმა უნდა, მონატრებულია ასეთ ღონისძიებებს, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი შეზღუდვა არსებობდა. შესაბამისად, დღეს უკვე ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კალაძემ.

კალაძის მოადგილის, ანდრია ბასილაიას თქმით, უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება კონცერტების ჩატარების თარიღები და ადგილმდებარეობა.


close დახურვა