logo
ENG



კალაძე: კარგად ვიცნობ ფრონტერას საქმიანობას მედიაში ატეხილი აჟიოტაჟი ტყუილია

29 აპრ 202017:37
3 წუთის საკითხავი
 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კომპანია „ფრონტერას“ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ნავთობკომპანია „ფრონტერა რისორსი“ საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო დავის შედეგებთან დაკავშირებით, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

კახი კალაძე ამტკიცებს, რომ ის კარგად იცნობს კომპანიის საქმიანობას და მედიაში ატეხილი აჟიოტაჟი ტყუილია. 

„სააკაშვილის დანიშვნის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინიდან ელჩის გამოწვევა თურმე უკიდურესად უპასუხისმგებლო საქციელი იქნებოდა. ამ ყველაფერმა ერთი შემთხვევა გამახსენა, როდესაც იგივე ადამიანები დღეს ზემოაღნიშნულ განცხადებას ავრცელებენ, პირდაპირ მიესალმებოდნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთვის სანქციების დაწესებას იმ კომპანიის გამო, რომელმაც საქართველოსთან დავა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში წააგო, კომპანია „ფრონტერა“ მაქვს მხედველობაში და ვნახეთ ჩვენ ამ ადამიანების განცხადებები, ეს რამდენიმე თვის წინ ხდებოდა. სწორედ ეს მოქალაქეები უჭერდნენ მხარს ჩვენი მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას მაშინ, როდესაც ამერიკული კომპანიის ირგვლივ მედიაში სრულიად უსაფუძვლოდ იყო ატეხილი აჟიოტაჟი“, - განაცხადა კალაძემ.

 


close დახურვა