logo
ENG



კალაძე: მეტროსადგურ გოცირიძის სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღება

01 ნოე 202212:11
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ გოცირიძის მეტროსადგურის სარემონტო სამუშაოები დასრულებულია. მეტროსადგურის რეაბილიტაცია ორი წელია მიმდინარეობს.

ანტიკორუფციული მოძრაობის წევრები მერიასა და თბილისის მერს კორუფციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მერია პასუხისმგებლობებს გულგრილად ეკიდება.

"კეზეროვიჩების განცხადებები ნამდვილად არ არის საინტერესო. რაც შეეხება გოცირიძის მეტროს, სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. როგორც კი დასრულდება ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები, იმ დღესვე შესაძლებელი იქნება [მუშაობის აღდგენა]", - თქვა კალაძემ.

მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაცია 2020-ი წლის ივლისში დაიწყო. პროცესი, თავდაპირველი ინფორმაციით, გასული წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო, ახალი გეგმით სადგური დღეს უნდა გაეხსნათ. ახალი დოკუმენტაციის თანახმად კი ირკვევა, რომ ხელშეკრულების ვადა კიდევ ოცი დღით გაგრძელდა. მეტროსადგურ „გოცირიძით“ თვეში, დაახლოებით, ასი ათასამდე მგზავრი სარგებლობდა.


close დახურვა