logo
ENG



კალაძე: როცა ადამიანი აქციაზე მოგვყავს, კვების საფასურს უზრუნველვყოფთ, ეს კვების ფულია

26 ოქტ 202117:19
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე ადასტურებს, რომ ქართული ოცნების 27 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისთვის მოქალაქეებს ფულს უხდიან და ამბობს, რომ ეს კვების საფასურია. 

"რა თქმა უნდა. ეს არის კვების ფული. ყველაფერი ოფიციალურად ხდება, არაფერი დამალული არ არის. თქვენ მიზანმიმართულად ამბობთ, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანს არ აქვს აქციაზე მოსვლის უფლება - მათაც აქვთ უფლება. შეგიძლიათ მობრძანდეთ, შეგიძლიათ, მობილიზებაც გააკეთოთ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ შვებულებები. 

როცა ადამიანი მოგვყავს, უზრუნველვყოფთ კვების საფასურს, ამას პარტია აკეთებს. ეგ ოფიციალური ხარჯებია და ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ. იმაზე ნაკლები ჯდება, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას დაუჯდა აქციის ჩატარება". - თქვა კახა კალაძე. 

ქართული ოცნების აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე 27 სექტემბერს გაიმართება. მმართველმა პარტიამ აქციის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი 14 ოქტომბერს, იმავე ადგილას შეკრიბა. 

აქციისთვის მობილიზებაა სხვადასხვა რეგიონში. 

ქართული ოცნება გეგმავს, აქციაზე ჩამოიყვანოს ადგილობრივ მთავრობებსა და საკრებულოებში დასაქმებული პირები, სსიპ-ების და ააიპ-ების თანამშრომლები, სკოლების მასწავლებლები, ბაღების აღმზრდელები, სხვადასხვა მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ 27 ოქტომბერი სამუშაო დღეა, მმართველი პარტია არ ერიდება სამსახურების და ქალაქების პარალიზებას.

ფორმულას ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ აქციაში მონაწილეობისთვის თითო მოქალაქე მიიღებს 50 ლარს, კოორდინატორი - უფრო მეტს. 


close დახურვა