logo
ENG



კალაძე: საახალწლო სოფელი 23-ში გაიხსნება, დღესასწაული არის იქ, სადაც მშვიდობა და სიყვარულია

21 დეკ 202211:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/21/q5rughb43950gab.jpg

დედაქალაქში საახალწლო სოფელი 23 დეკემბერს გაიხსნება, რომელიც 14 იანვრამდე იქნება. ყველას გვექნება შესაძლებლობა, მივიდეთ საახალწლო სოფელში, მივიყვანოთ ჩვენი შვილები, შვილიშვილები, პატარები, გავერთოთ. არ გამოტოვოთ, თქვენს პატარებთან ერთად დაესწარით ნამდვილ დღესასწაულს. თქვენ გელოდებათ ე.წ. ფლეშმობი და საახალწლო კონცერტი, დრამერები, ქუჩის თეატრის მსახიობები შექმნიან დაუვიწყარ სანახაობას. 23 დეკემბერს, 19:00 საათზე, დაიწყება აღნიშნული ღონისძიებები. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, თოვლის ბაბუა მობრძანდება, ახლაც გზაშია და 23-ში შემოგვიერთდება და ბინას დაიდებს საახალწლო სოფელში. დარწმუნებული ვარ, მას დიდი სტუმრიანობა ექნება ამ სადღესასწაულო დღეებში. გელოდებით ყველას ორბელიანის მოედანზე. დღესასწაული არის იქ, სადაც ერთობა, მშვიდობა და სიყვარულია. ერთად შევქმნათ საახალწლო განწყობა ჩვენს ქალაქში.


close დახურვა