logo
ENG



კალაძე: საქართველოში პოლიტპატიმრები იყვნენ 2012 წლამდე, დღეს პოლიტპატიმრები არ არიან

10 დეკ 201911:54
3 წუთის საკითხავი
 
rxv21oovm7p67w3.jpg

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან.  როგორც კალაძემ ევროპარლამენტარის განცხადების პასუხად განაცხადა, პოლიტპატიმრები საქართველოში 2012 წლამდე იყვნენ.

„20 ივნისს რაც მოხდა, არის ძალიან ცუდი, მაგრამ არავის უნდა ეპატიოს გასცდეს კანონის ფარგლებს. ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს თავის შეხედულებები. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. თუმცა, მთავარია ეს იყოს კანონის ფარგლებში. საქართველოში პოლიტპატიმრები იყვნენ 2012 წლამდე, დღეს პოლიტპატიმრები არ არიან“, - განაცხადა კალაძემ.


close დახურვა