logo
ENG



კალაძე: უგულავაც და რურუაც დამნაშავეები არიან, რომლებიც იქ სხედან სადაც უნდა იყვნენ

05 მარ 202013:25
3 წუთის საკითხავი
 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გიგი უგულავასა და გიორგი რურუას „ფეისბუქ“ მიმართვებს ეხმაურება. კალაძე უგულავასა და რურუას პოლიტპატიმრებად არ მიიჩნევს. მისივე თქმით, ისინი "დამნაშავეები არიან, რომლებიც „იქ სხედან, სადაც უნდა იყვნენ".

„ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმარი. ჩვენ გვყავს კრიმინალები, ვინც არის დაკავებული კონკრეტულ საქმეზე. ადამიანი, როდესაც 59 მილიონს იპარავს უხერხულია პოლიტპატიმარი დაარქვა. ვიდეო-კადრები არსებობს, როგორ გამოჰქონდათ თანხები. შესაბამისად, გიგი უგულავასთან მიმართებით პოლიტპატიმრობაზე საუბარი ძალიან უხერხულია, იმ პატიმრებთან მიმართებაში, ვინც პატარა დანაშაულზე იხდის სასჯელს“, - განაცხადა კახი კალაძემ.

კალაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალურად კომპრომისული ვარიანტი 110/40-ზე შეინარჩუნა, არჩევანი კი ოპოზიციაზეა დამოკიდებული. მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით კონკრეტული თარიღი ცნობილი ჯერ არ არის, თუმცა ფორმულას ინფორმაციით ის რამდენიმე დღეში ჩაინიშნება.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, საზოგადოებას საპატიმროდან მიმართავს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. უგულავა წერს, რომ ივანიშვილმა ის მძევლად აიყვანა, რათა ძალაუფლება გაიხანგრძლივოს.

გიორგი რურუა კი წერს, რომ თუ „ქართული ოცნება“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დათანხმდება, ის მზად არის, პატიმრობაში დარჩეს. ამასთან, რურუას თქმით, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. 


close დახურვა