logo
ENG



კალაძე: შეცდომების გარეშე მგონი, მარტო ნაციონალური მოძრაობა იყო, მათ რომ ჰკითხოთ

01 ოქტ 202013:25
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე: შეცდომების გარეშე მგონი, მარტო ნაციონალური მოძრაობა იყო, მათ რომ ჰკითხოთ

შეცდომები იყო, ცხადია, იდეალური და შეცდომების გარეშე მგონი, მარტო ნაციონალური მოძრაობა იყო, მათ რომ ჰკითხოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქართული ოცნების 8-წლიან მმართველობასთან დაკავშირებით განუცხადა.

კითხვაზე, იყო თუ არა 20 ივნისი ხელისუფლების შეცდომა, კალაძე ამბობს, რომ 20 ივნისი ოპოზიციის მხრიდან შეცდომაა. 

"20 ივნისი იყო ოპოზიციის მხრიდან შეცდომა, ხელისუფლების მხრიდან - არა. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ გადატრიალება, რევოლუციები, შევარდნა პარლამენტში, ეს ძალიან მძიმე და რთულია და ყველამ უნდა შევთანხმდეთ, რომ ქვეყანაში ხელისუფელბის ცვლილებები უნდა მოხდეს არჩევნების გზით", - თქვა კალაძემ. 

 


close დახურვა