logo
ENG



კალაძე: ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არაა, ძალადობაა ისიც, რაც ზოგი ტელევიზიის მხრიდან ხდება

13 ივლ 202113:44
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტებზე სასტიკი ძალადობის ფაქტებზე დასმული კითხვის პასუხად ამბობს, რომ ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის და მაგალითად, ტელევიზიები ფსიქოლოგიურადაც ძალადობენ. 

"ძალადობა მარტო ფიზიკური არ არის, რომ მუშტი დაარტყა ვიღაცას, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც, რაც კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან ხდება. ამას დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ მომავალში. ის, ვნახეთ დედაქალაქის ქუჩებში - ზოგადად ძალადობა არის მიუღებელი და ჩვენ ამას კატეგორიულად ვემიჯნებით. ჩვენ გუშინაც მოვისმინეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ადამიანი იქნება მკაცრად დასჯილი, ყველა დეტალი იქნება გამოძიებული, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ძალადობაში. ყველას მოეთხოვება პასუხი". - თქვა კახა კალაძემ. 

5 ივლისს, 18:00 საათზე თბილისი პრაიდის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო. თუმცა, დილიდან ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფები ჟურნალისტებს ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. დაზიანდა 53 ჟურნალისტი, მათგან რამდენიმე მძიმედ, დასჭირდათ ოპერაციები. 

სასტიკად სცემეს ტვ პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავასაც, რომელსაც სახის ძვლები ჩაუმსხვრიეს და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ცემიდან 5 დღეში, 11 ივლისის გამთენიისას ლაშქარავა დედამ გარდაცვლილი იპოვა. 


close დახურვა