logo
ENG



კალაძე: ხვალიდან საბავშვო ბაგა-ბაღები მთლიანად დაიხურება

04 ნოე 202011:14
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ხვალიდან, 5 ნოემბრიდან დროებით დაიხურება საბავშვო ბაგა-ბაღები.

"არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გუშინ ძალიან ბევრი მსჯელობა იყო უწყებათშორის საბჭოზე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან საბავშვო ბაგა-ბაღები მთლიანად დაიხურება დროებით, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენი შვილების, მომავალი თაობების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას. ხვალიდან ბაღებში დროებით შეჩერდება სააღმზრდელო პროცესი", - განაცხადა კალაძემ.

მანვე ვიცე-მერს დაავალა, რომ მოხდეს ბავშვების კვებით უზრუნველყოფა. 

 


close დახურვა