„ვერავის ვერ დავრთავთ ნებას და ვერც ავუკრძალავთ, მათი უფლებაა, ჩაატარონ აქცია კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც ითხოვენ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
დედაქალაქის მერმა გასული წლის ივნისის მოვლენებიც გაიხსენა და აქციის მონაწილეები არეულობის მოწყობის მცდელობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
„ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ, თუ კონკრეტულ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტს, ან სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებს, ან სხვა პიროვნებებს, ადამიანთა დაჯგუფებებს აქვთ შემოტანილი კონკრეტულ ტერიტორიაზე ნებართვა სხვადასხვა ღონისძიებების წარმართვის, მერია უფლებამოსილად ვალდებულია, ეს აცნობოს იმ მხარეს, რომელსაც შემოაქვს წერილი. პარლამენტის წინ ჩვენ ვხედავდით პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ცდილობდნენ, შეცდომაში შეეყვანათ ახალგაზრდები და ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, აერულობის მოწყობას. ამის აღიარებითი ჩვენებებიც არსებობს", - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 20 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას "200 ნაციონალის შეკრება" უწოდა და აღნიშნა, რომ ის თავების დათვლას აპირებს. კობახიძე დარწმუნებულია, რომ აქციაზე მხოლოდ პარტიული მხარდამჭერები მივლენ.