logo
ENG



კალაძე აცხადებს, რომ აქციის ფონზე ანგარიშის წარდგენა დისკომფორტს არ უქმნის

28 ნოე 201917:13
3 წუთის საკითხავი
 
xgfvquf2l5nzujz.jpg

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ აქციის ფონზე ანგარიშის წარდგენა დისკომფორტს არ უქმნის.

როგორც მან აღნიშნა, განსხვავებული მოსაზრების ადამიანები ყოველთვის იარსებებენ.

„ჩემთვის არანაირ უხერხულობას არ წარმოადგენს, არსებობენ ადამიანები, ვისაც აქვს განსხვავებული მოსაზრება. ყველას ერთნაირი მიდგომა ვერ გვექნება“, - აცხადებს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა დღეს მისი საქმიანობის ორწლიანი ანგარიში ჩააბარა. პარალელურად, მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა მას აქცია მოუწყვეს და პრეზენტაციიდან გამოსული, სასტვენებით გააცილეს.

 

 


close დახურვა