logo
ENG



კალაძე ენმ-ზე: თავისი ქმედებებიდან გამომდინარე, ისინი არიან ჩვეულებრივი მავნებლები

27 მარ 202014:02
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერი კახა კალაძე ზუგდიდში პირბადეების დარიგების დროს კანონის დარღვევის გამო, ორგანიზატორების დაჯარიმებას და "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის ბრალდებებს ეხმაურება. 

კალაძის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" დაჯარიმების თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს. მისივე თქმით, თუ მათ მართლა კეთილი ზრახვები აქვთ და სურთ მოქალაქეების დახმარება, მაშინ ამ პროდუქციისა თუ ნივთების დარიგებაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს.

გარდა ამისა, კალაძე ამბობს, რომ მის მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე მოქალაქეები კონკრეტული უსაფრთხოების ნორმების დაცვით იმყოფებოდნენ. 

"რაც ვნახეთ მგონი კითხვის ნიშნები არ არსებობს, კითხვის ნიშნები აქვს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას" და ისინი თავისი ქმედებებიდან გამომდინარე არიან ჩვეულებრივი მავნებლები. იქ შეკრებილი ადამიანი, ვისზეც თქვენ საუბრობთ, ყველა არის გადამზადებული წითელი ჯვრის მიერ. ყველა არის აღჭურვილი შესაბამისი საშუალებებით და იცავენ უსაფრთხოების წესებს. ჩვენ ყოველდღიურად 20-25 ადამიანი ვიკრიბებით უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე და უნდა დავჯარიმდეთ? ვერ ხვდებით განსხვავებას ზოგადად?!", - განაცხადა კალაზემ. 

შეგახსენებთ, რომ შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, ორგანიზაცია ახალი ლიდერების ინიციატივა დააჯარიმა

 

 


close დახურვა