logo
ENG



კალაძე პარკირების ჯარიმებზე:კენჭი არ ეყარა იმის გამო, რომ ველოდებით ავტობუსების განახლებას

31 ოქტ 201910:48
3 წუთის საკითხავი
 
w5yeknmab8klal5.png

დედაქალაქის მერი კახა კალაძე პარკირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან მორიგ განმარტებას აკეთებს. კალაძის თქმით, პარლამენტმა ახალ რეგულაციას კენჭი არ უყარა, რადგან ის უნდა ამოქმედდეს სატრანსპორტო რეფორმის გატარების შემდეგ. ანუ, როდესაც სრულად განახლდება ვატობუსების პარკი.

"კენჭი არ ეყარა იმის გამო, რომ ველოდებით, რომ ახალი ავტობუსები შემოვიდეს და მოხდეს ჩანაცვლება პარკის და შემდეგ ამოქმედდება ჯარიმებიც. როდესაც გვექნება განახლებული ავტობუსების პარკი, შემდეგ ამოქმედდება ჯარიმები",- აღნიშნა კალაძემ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რამდენად მოაწერიგებს აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქში არსებულ საცობების პრობელმას, კალაძე განმარტავს, რომ ესაა ევროპული მიდგომა და მთავარია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე კომფორტული და სწრაფი, ამიტომაც როცა ვაკეთებთ პროექტებს, ითვლება საავტობუსე ზოლები, რომ სწრაფად მოძრაობდეს. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა იმგზავროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ადანამიანებმა თქვან არა ავტომობილებზე. დღეის მდგომარეობით, რაც მიწისქვეშა პარკინგი დაემატა და ასევე ახალი ადგილები, 35 ათასამდე საპარკინგე ადგილია დედაქალაქში,"-აღნიშნა კახა კალაძემ.


close დახურვა