ოპოზიციის ბრალდებებს თბილისის მერია პასუხობს. კახა კალაძის თქმით, მისთვის უცნობია ორბელიანის ქუჩაზე მიმდინარე მრავალფუქნციურ მშენებლობასთან დაკავშრებულ უკანონობის შესახებ. დედაქალაქის მერის განმარტებით, თუ ოპოზციის ბრალდებები სიმართლეა, უწყების მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმევა.
"არ მაქვს ინფორმაცია და თუ რაიმე უკანონო მშენებლობა ხორციელდება, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება",-აღნიშნა კალაძემ.
დედაქალაქის მერისგან განსხვავებით უაკნონო მშენებლობის შესახებ ცნობილი იყო მისი მოადგილისთვის. ირაკლი ხმალაძე ადასტურებს ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორაციას და შესაბამისი პორცედურების გავლის შემდეგ ჯარიმასაც აანონსებს.
"არ ვიცი მესაკუთრის შესახებ, მაგრამ ვიცი რომ ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობაზე ნებართვის გაცემის პროცედურა ახლა მიმდინარეობს. იმიტომ, რომ სამუშაოები დაიწყო ნებართვის გარეშე, მოხდება ჯარიმის გამოწერა",-აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ორბელიანის მოედანზე, მულტიფუნქციური შენობის მშენებლობას აპროტესტებენ და მას უკანონოს უწოდებენ. მერიას მშენებლობის ნებართვა ამ დრომდე არ გაუცია, თუმცა სამუშაოები მიმდინარეობს.