logo
ENG



კალაძე ფარცხალაძეზე - თუ საშვი არ ჰქონდა, და სავარაუდოდ არ ექნებოდა, უნდა დაჯარიმდეს

27 აპრ 202017:30
3 წუთის საკითხავი
 

აკრძალვის მიუხედავად ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიერ ავტომობილით გადაადგილებაზე დღეს კომენტარი თბილისის მერმა, კახა კალაძემა გააკეთა.

მან ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ფარცხალაძე საშვის გარეშე გადაადგილდებოდა. კალაძე საკოორდინაციო საბჭოს წევრია, რომელიც საშვების გაცემაზეა პასუხისმგებელი, თუმცა ამბობს, რომ საკითხზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

„მე არ მაქვს ინფორმაცია მას ჰქონდა თუ არა ამის უფლება და საშუალება. თუ არ ჰქონდა, და სავარაუდოდ არ ექნებოდა, ზუსტად ვერ გეტყვით, მაშინ უნდა დაჯარიმდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ოთარ ფარხალაძე საკუთარი ავტომობილით ქალაქში 26 აპრილს გადაადგილდებოდა. ეს მაშინ, როდესაც ქალაქში ავტომობილით მოძრაობა მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე პირებს შეეძლოთ. „ფორმულა ნიუსის“ ინფორმაციით, ფარცხალაძეს ასეთი საშვი არ აქვს.  არც მთავრობის ადმინისტრაციას და არც საკოორდინაციო საბჭოს სხვა წევრებს საკითხზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.


close დახურვა