logo
ENG



კალაძე ფორმულას ინფორმაციაზე: ცოტა მოგვიანებით გაცხადდება ყველაფერი ყრილობის შესახებ

17 დეკ 202022:26
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/17/hewwaqwl186hve9.jpg

თბილისის მერი კახი კალაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისგან განსხვავებით, პირდაპირ არ უარყოფს ფორმულას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მომავალ კვირას დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარეობიდან გადადგომას და თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დატოვებას აპირებს.

კალაძე ამბობს, რომ პარტიის ყრილობასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია "ცოტა მოგვიანებით" გახდება საჯარო. 

"ცოტა მოგვიანებით ყველაფერი იქნება ცხადი პარტიის ყრილობასთან და ყველა იმ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელსაც პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება გადაწყვეტს. პარტიაში მსჯელობა ჯერ არ ყოფილა. როცა ყველაფერი ცხადი იქნება, თქვენც გაიგებთ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაც",- ამბობს კალაძე. 

თბილისის მერისგან განსხვავებით, კობახიძემ ფორმულას ინფორმაცია რუსთავი 2-ის ეთერში უარყო და განაცხადა, რომ პარტიის ყრილობის ჩატარება არ იგეგმება. 

არავითარი ყრილობა არ არის დაგეგმილი", - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაციაც მცდარია, - "ესეც იგივეა, ერთიანად შეგვიძლია ეს ინფორმაცია განვიხილოთ". 

დღეს ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების პარტიულ ყრილობაზე, რომელიც ტელეკომპანიის ინფორმაციით, მომავალ კვირას იგეგმება, ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დატოვებს და მის ადგილას ყრილობა ირაკლი კობახიძეს აირჩევს.


close დახურვა