logo
ENG



კალაძემ სამსახურებს დაავალა, შეამოწმონ სამუშაოები, რომლის ექსპერტიზა მშენექსპერტმა გააკეთა

19 ოქტ 202212:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/19/jegfx23yldn55vu.jpg

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერიის დაქვემდებარებულ სამსახურებსა და უწყებებს დაავალა, რომ ინსპექტირება ჩაატარონ იმ სამუშაოებზე, რომლის ექსპერტიზაც შპს მშენექსპერტმა გააკეთა. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მერიის სხდომაზე განაცხადა.

"მინდა დავავალო მერიას დაქვემდებარებულ ყველა უწყებას, სამსახურებს გამგეობებს და დაქვემდებარებულ კომპანიებს განახორციელონ ქალაქის მასშტაბით ყველა იმ შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება არსებულ ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაზე, რომლის ექსპერტიზა გაკეთებული აქვს შპს მშენექსპერტს. ეს არის საექსპერტო ბიურო, რომელსაც გამოძიება ყალბი დასკვნის გაცემას ედავება", - თქვა კალაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან გრინსერვის+ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.

რაც შეეხება მშენექსპერტს შსს-ში აცხადებენ, რომ კომპანიის დირექტორმა და ინსპექტორმა "შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - ინსპექტირების ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს".


close დახურვა