თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხე საზეიმო ღონისძიების გარეშე აინთება.
კალაძის თქმით, დღეს საღამოს ჩაირთვება ილუმინაციები და ღონისძიების გარეშე აინთება მთავარი ნაძვის ხე.
კალაძეს ნაძვის ხის ანთება და ღონისძიება 14 დეკემბერს ჰქონდა დაგეგმილი, რომელიც გადადო.