logo
ENG



კალაძის თქმით, შემდეგ კვირაში გახდება ცნობილი, ვინ იქნება ოცნებიდან მერობის კანდიდატი

29 ივნ 202116:42
3 წუთის საკითხავი
 
კალაძის თქმით, შემდეგ კვირაში გახდება ცნობილი, ვინ იქნება ოცნებიდან მერობის კანდიდატი

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი, ვინ იქნება ქართული ოცნებიდან თბილისის მერობის კანდიდატი.

"კანდიდატებთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება დედაქალაქის მერი, ამაზე მომავალ კვირას გექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია", - თქვა კალაძემ.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


close დახურვა