800 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა კალიფორნიაში. შტატის რამდენიმე დასახლებას ენერგომომარაგება, სავარაუდოდ, ერთი კვირით შეეზღუდება.
ადგილობრივი ენერგომომმარაგებელი კომპანია ამ გზით ძლიერი ქარისას ხანძრის გაჩენის და გავრცელების პრევენციას აპირებს. სწორედ ეს კომპანია ცნეს დამნაშავედ გასულ წელს კალიფორნიის მასშტაბურ ხანძარში. შტატის ისტორიაში ყველაზე ძლიერ ხანძარს 85 ადამიანი ემსხვერპლა. გამოძიების დასკვნით, ცეცხლის გავრცელების მიზეზი გაუმართავი ელექტროგადამცემი სისტემა გახდა.