ავიაკატასტროფა მოხდა შეერთებულ შტატებშიც. კალიფორნიის შტატში მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი ოთხივე ადამიანი დაიღუპა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ თვითმფრინავი აფრენისას ღობეს გამოედო, ამოტრიალდა და ცეცხლი მოედო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
შემთხვევის გამო აეროპორტმა რამდენიმე საათით მუშაობა შეწყვიტა.