ორი მოზარდი დაიღუპა და სამი დაიჭრა კალიფორნიის სკოლაში სროლის შედეგად. თავდასხმა ლოს-ანჯელესის მახლობლად მდებარე ქალაქ სანტა-კლარიტაში, სასწავლო პროცესის დაწყებამდე მოხდა. გამოძიების ცნობით, თავდამსხმელი ამავე სკოლის მოსწავლე იყო, რომელმაც დანაშაული თავის მე-16 დაბადების დღეს ჩაიდინა. 16 და 14 წლის მოზარდების მკვლელობის შემდეგ, ეჭვმიტანილმა თვითმკვლელობაც სცადა. ის თავში დაიჭრა და კრიტიკულ მდგომარეობაშია. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
კალიფორნიაში სროლის შედეგად, ორი მოზარდი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა
15 ნოე 201915:01
3 წუთის საკითხავი
