კალიფორნიაში უამინდობას ებრძვიან. ლოს-ანჯელესთან ახლოს დიდთოვლობაა, რის გამოც გადაკეტილია გზები და მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. შტატის ხელისუფლება მოსახლეობას მოსალოდნელი შტორმის შესახებაც აფრთხილებს. ქალაქ ფენიქსში კი წყალდიდობაა. ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის ცენტრი დაიტბორა. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სამაშველო სამსახურები.