კალიფორნიაში ცეცხლი ოთხ სხვადასხვა ადგილას გაჩნდა. ტყეში მოდებული ხანძარი ერთ-ერთ დასახლებას მიუახლოვდა. ევაკუირებულია 30 ოჯახი. სტიქიას მეხანძრეებთან ერთად მოხალისეებიც ებრძვიან.
შტატის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ პანდემიისგან მიყენებული ზარალის შემდეგ ხანძართან ბრძოლა კალიფორნიის ბიუჯეტს კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებს.