კალიფორნიის შტატის სამხრეთ რეგიონებში ტყის ხანძრებს ამ დრომდე უშედეგოდ ებრძვიან. ძლიერი ქარის გამო ქალაქ სან ბერნარ-დინოში ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა. ხანძარმა 6 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან 300 ათასი ადამიანი გაიყვანეს. მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება ლოს ანჯელესის ჩრდილოეთ რეგიონებიდანაც. საცხოვრებელი სახლების დატოვება 7 ათასზე მეტ ადამიანს უბრძანეს. სამაშველო ჯგუფების ცნობით, ხანძარი 2 ათასამდე შენობას უქმნის საფრთხეს.