logo
ENG



კამათი და ხმაური დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე

16 ივლ 202020:18
3 წუთის საკითხავი
 

ცხარე კამათი და ხმაური იყო დღესაც დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე. მმართველ გუნდს მწვავედ ყოფილი თანაგუნდელებიც იმ სადავო ჩანაწერის გამო აკრიტიკებენ, რომლის ინიციატორიც მარეგულირებელი კომისიაა. პარლამენტი ჩქარობს და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ცვლილებებს მესამე მოსმენით კენჭს ხვალ უყრიან. პროექტით, კომისიას შეეძლება, ლიცენზირებულ კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს, რომელიც ფაქტობრივად, შეუზღუდავი ძალაუფლებით იქნება აღჭურვილი. 
 
ტყუილში დღეს კობა ბექაური კავკასუსის წარმომადგენელმა საჯაროდ ამხილა და განაცხადა, რომ კომპანია კომპრომისულ ვერსიას არ დათანხმებია. გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილის გუნდისა და მარეგულირებელის მიზანი ამ ცვლილებების ინიცირება სწორედ კავკასუსის ბაზრიდან განდევნაა.

დეტალები ნახეთ "ფორმულა ნიუსის" 20:00-საათიან გამოშვებაში. 


close დახურვა