კამბოჯაში, მშენებარე სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა. უბედური შემთხვევის დროს კიდევ 23 ადამიანი დაშავდა. რამდენიმე ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი.
გარდაცვლილებს შორის ექვსი ბავშვია. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მაშველთა ჯგუფები. უცნობი რჩება, რატომ იყო მშენებარე კონსტრუქციაში ამდენი ადამიანი. შენობის მფლობელი კამბოჯელი ცოლ-ქმარი დაკავებულია.