კამერუნში მეწყერის ჩამოწოლისას დაღუპულთა რიცხვმა ორმოცს გადააჭარბა. სტიქიური უბედურება ცენტრალური აფრიკის სახელმწიფოს აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. შედეგად ათობით საცხოვრებელი სახლი განადგურდა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ათობით ადამიანს ეძებენ.
კამერუნის ხელისუფლება სტიქიით დაზარალებულთა ოჯახის წევრებს ფულად კომპენსაციას დაჰპირდა. თითქმის ორი კვირის წინ, ძლიერი წვიმების გამო, კამერუნსა და ჩადის საზღვარზე მცხოვრები 100 ათასზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.