კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ბილ ბლერის განცხადებით, ქვეყანა უკრაინის დასახმარებლად შექმნილ საერთაშორისო ფონდში 24 მილიონ დოლარს ჩარიცხავს. ფონდი, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესყიდვაზე მუშაობს.
კანადის მიერ ჩარიცხული თანხით ფონდი შეისყიდის ასობით ახლო და შორი მანძილის საზენიტო რაკეტას, რომელიც საჭიროა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დასაცავად.
ამ დახმარების ფარგლებში უკრაინა ასევე მიიღებს AIM-7-ის რაკეტებს, Leopard-ის ტიპის ტანკებს, ჯავშან მანქანებს, საზენიტო-სარაკეტო სისტემა NASAMS-ს, ზამთრის ეკიპირებას და სხვა საჭირო აღჭურვილობას.
გარდა ამისა, 300-ზე მეტი კანადელი სამხედრო UNIFER-ის ოპერაციაში მონაწილეობას, რომელიც უკრაინელი ჯარისკაცების გადამზადებას ითვალისწინებს. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე კანადამ ქვეყანას 8 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყო დასახმარებლად.