logo
ENG



კანადა უკრაინის დასახმარებლად 360 მილიონი დოლარის ოდენობის ახალ პაკეტს გამოყოფს

11 ივლ 202409:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/11/8ojqo4zctbvjga7.png

კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა. პაკეტის ჯამური მოცულობა 360 მილიონ დოლარზე მეტია.

ზელენსკის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე უკრაინაზე მასირებული თავდასხმა და ბავშვთა კლინიკის დაბომბვა განიხილეს. ტრუდოს თქმით, კანადა მზად არის დაშავებულებს და დაზარალებულებს ნებისმიერი სამედიცინო დახმარება გაუწიოს.

"ჩვენი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამის მოსმენა. მადლობა თქვენ დახმარებისთვის, დამატებითი დახმარების პაკეტისთვის. ეს ჩვენს გმირებს ბრძოლის ველზე მეტ ძალას მისცემს", - თქვა ზელენსკიმ ტრუდოსთან შეხვედრაზე.


close დახურვა