კანადა უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების გადაცემას განიხილავს, თუმცა კონკრეტული რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია კანადის თავდაცვის სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Ottawa Citizen-ის ცნობით, კანადა მზად არის საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს С-17-ის ტიპის თვითმფრინავები, რათა ტანკები პოლონეთში გადაიყვანოს, რის შემდეგაც მათი ტრანსპორტირება უკრაინაში მოხდება.
გამოცემა წერს, კანადის შეიარაღებულ ძალებს ამ დროისთვის 112 Leopard 2-ის ტანკები აქვს. წყაროების თქმით, კანადა მზად არის უკრაინას სულ მცირე 10 ტანკი გადასცეს.