კანადამ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამვრცელებელი რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის კათოლიკოს პატრიარქ კირილის მიმართ დამატებითი სანქციები გამოცხადდა.
ინფორმაციას კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ქვეყანამ რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელების გამო 29 ინდივიდს და რუსეთის ხელისუფლების საკუთრებაში არსებულ ან კონტროლირებულ 15 ორგანიზაციას დაუწესა სანქციები. გარდა ამისა, რუსეთიდან აიკრძალა კონკრეტული ტიპის ოქროს იმპორტიც.
სანქციების სიაში მოხვდნენ ვლადიმირ გუნდიაევი - პატრიარქი კირილი, ტიგრან ხუნდავერდიანი - Yandex ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი ლიპოვი - რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასმედიისა მარეგულირებლის, როსკომნადზორის ხელმძღვანელი და მისი 4 მოადგილე.
სანქციები შეეხო პროპაგანდისტული, სახელისუფლებო მედიის, RIA Novosti-ს ჟურნალისტ პიოტრ აკოფოვს და რუსული Channel 1-ის ტელეწამყვანს, ეკატერინა ანდრეევას.
სანქცირებულ ორგანიზაციებს შორის არის რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასმედიისა მარეგულირებელი კოპმანია როსკომნადზორი და გამოცემა REGNUM.
კანადამ ასევე შექმნა ვებგვერდი, რომლის მიზანიც რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაა. აქ ქვეყნდება რუსეთის მიერ გავრცელებული ფეიკები რეალურ ფაქტებთან ერთად.
შეგახსენებთ, პატრიარქი კირილის წინააღმდეგ სანქციები ივნისში დიდმა ბრიტანეთმაც დააწესა.
ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, კირილს სანქციები რუსეთის სამხედრო აგრესიის აშკარა მხარდაჭერისთვის დაუწესეს.