logo
ENG



კანადამ უკრაინას რუსეთში თავისი იარაღის გამოყენების უფლება მისცა

16 აგვ 202414:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/16/ty76buizu5zrlop.png

კანადის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინას თავისუფლად შეუძლია კანადის მიერ გადაცემული ტანკებისა და ჯავშანტექნიკის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება.

"უკრაინელებმა ყველაზე კარგად იციან როგორ დაიცვან საკუთარი სამშობლო და ჩვენ ვილტვით რომ მათ შესაძლებლობებს მხარი დავუჭიროთ. კანადას არ აქვს არანაირი გეოგრაფიული შეზღუდვა სამხედრო ტექნიკის გამოყენებაზე, რომელსაც ვაწვდით უკრაინას", - თქვა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ანდრე-ან პულენმა.

გუშინ, CNN-მა გადაიღო კადრები, სადაც ჩანს კანადური წარმოების საპატრულო მანქანა Senator-ი, რომელიც რუსეთის საზღვარზე გადადის.


close დახურვა