უკრაინის მხარდასაჭერად კანადამ სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა. პაკეტის შესახებ ბავარიის ალპებში მიმდინარე G7-ს სამიტის მიმდინარეობისას ქვეყნის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ისაუბრა.
ახალი სანქციები მოიცავს 6 ფიზიკურ პირსა და 46 კომპანიას, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთის თავდაცვის სექტორთან, ასევე უკრაინის 15 მოქალაქეს, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციას უჭერენ მხარს.
გარდა ამისა, შეზღუდვები უწესდება ბელარუსის მთავრობის 13 პირს და თავდაცვის წარმომადგენელს და 2 ბელარუსულ დაწესებულებას.
პრესრელიზში კანადის პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ სანქციების ახალი რაუნდის მთავარი მიზანი კრემლის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაა.