logo
ENG



კანადამ უკრაინისთვის 2.5 მილიარდი დოლარის ეკონომიკური დახმარების შესახებ გამოაცხადა

28 დეკ 202500:18
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/27/a6rimae4jim0n9k.jpg

კანადამ უკრაინისთვის 2.5 მილიარდი კანადური დოლარის (1.68 მილიარდი აშშ დოლარი) ოდენობის ეკონომიკური დახმარების შესახებ გამოაცხადა.

ამის შესახებ კანადის პრემიერმინისტრმა მარკ კარნმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ დღეს ვაცხადებთ უკრაინის შემდგომ ეკონომიკურ დახმარებას 2.5 მილიარდი კანადური დოლარის ოდენობით. ეს დახმარება ხელს შეუწყობს დაფინანსების მოზიდვას საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, მსოფლიო ბანკიდან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან, რათა დაიწყოს აღდგენის პროცესი“, — განაცხადა კარნიმ.

ოფიციალური ვიზიტით ზელენსკი კანადას დღეს ეწვია.

ხვალ იგი შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტ დონალ ტრამპთან გამართავს.


close დახურვა