logo
ENG



კანადაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

26 იან 202011:41
3 წუთის საკითხავი
 

საშიში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება. დაღუპულთა რიცხვმა ჩინეთში უკვე 56-ს მიაღწია, დაავადებულია 2 ათასამდე ადამიანი. ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა კანადაშიც. უხანიდან, საიდანაც საშიში ინფექცია გავრცელდა, დღეიდან კერძო მანქანების გამოსვლა იკრძალება.

ჩინეთის საგარეო უწყებასთან შეთანხმებით, იზოლირებული ქალაქიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს შეერთებული შტატები და საფრანგეთი. ჩარტერული რეისით ჩინეთს პირველი ამერიკის დიპლომატიური მისიის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები დატოვებენ. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  ხვალიდან ტურისტულ კომპანიებს ჩინეთიდან ტურისტების ჯგუფების გაყვანაც ეკრძალებათ. 


close დახურვა