BBC-ის ინფორმაციით, კანადაში, ახალი შოტლანდიის პროვინციაში, პოლიციის ფორმაში გადაცმულმა პირმა შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო, რასაც 16 პირი ემსხვერპლა.
თავდამსხმელის აყვანის ოპერაცია 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის ლიკვიდირებულია. გარდაცვლილთა შორის ერთი სამართალდამცველია.
თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.