კანადის პრემიერ მინისტრი მომხრეებთან შესახვედრად ჯავშანჟილეტით მივიდა. წინასაარჩევნო კამპანიისას ჯასტინ ტრიუდოს თან ფორმიანი უსაფრთხოების თანამშრომლები ახლდნენ.
გადაიდო პრემიერის მეუღლის გამოსვლაც, რომელსაც შეკრებილთათვის უნდა მიემართა.
გავრცელებული ცნობით უსაფრთხოების ზომების გაძლიერება, საფრთხის მაღალ დონესთან არის დაკავშირებული.
კანადური მედია წერს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ კანადაში პოლიტიკური ლიდერების მიმართ სიძულვილის გამოვლინების შემთხვევებმა იმატა.
კანადის პრემიერ მინისტრი მომხრეებთან შესახვედრად ჯავშანჟილეტით მივიდა
13 ოქტ 201914:27
3 წუთის საკითხავი