logo
ENG



კანდელაკი: ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები ვარდების რევოლუციის გაყალბებული არჩევნების შემდეგ

01 ნოე 202014:23
3 წუთის საკითხავი
 
phr9o89q6fpa5gs.jpg

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ვარდების რევოლუციის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ყველაზე ცუდი იყო:

"ყველა საზომით, რაც კი არსებობს, ქვეყანა წავიდა უკან ამ წლების განმავლობაში. ეს შედეგები გვაჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ ჩვენ გვქონდა ბევრად უფრო უარესი არჩევნები, ვიდრე წინა არჩევნები და შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც კი საქართველოს ჰქონია ვარდების რევოლუციის გაყალბებული არჩევნების შემდეგ

ასევე ეს შედეგები ნაწილობრივ იმასაც აჩვენებს, რომ არასწორი იყო ის, რომ თბილისის მსგავსად ოპოზიციას არ ჰყავდა საერთო კანდიდატები მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის აუცილებლობაზეც ევროპული საქართველო საუბრობდა",-განაცხადა კანდელაკმა ტელეკომპანია პირველის ეთერში.

აღსანიშნავია, ქართულმა ოცნებამ არაერთ უბანში, იმაზე მეტი ხმა მიიღო ვიდრე ამომრჩეველი მივიდა. 

ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს და დღეს, 1-ელ ნოემბერს, 16:00 საათიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციებს აანონსებს. ერთ-ერთი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იქნება. 


close დახურვა