logo
ENG



კანდელაკი: მთავრობის პოლიტიკაა, რაც შეიძლება ნაკლები ტესტირება ჩატარდეს

25 აპრ 202014:36
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებას სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრისთვის ეზუგბაიას განცხადება გაუგებარია. როგორც ჭიაბერაშვილი აცხადებს, მსგავსი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ ავლენს ტესტებისადმი სკეპტიკურ მიდგომას.

„ამ ფონზე, როდესაც სულ ოდნავ მოიმატა ტესტების რაოდენობამ, სრულიად გაუგებარია ფრაზა, რომ ვიმედოვნებთ შემდეგ დღეებში ასეთი აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება კვლევები. სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთხელ ავლენს ტესტებისადმი სკეპტიკურ მიდგომას, რასაც მთავრობა აქამდე მიზანმიმართულად მიყვებოდა. სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენ საქართველოში ტესტების 1 მილიონ მოსახლეზე ტესტების რაოდენობა მკვეთრად დაბალი, ვიდრე ეს სხვა განსაკუთრებით მეზობელ ტესტებშია“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პარტიაში ასევე აცხადებენ, რომ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა აღნიშნული განცხადებით დაადასტურა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა - ქვეყანაში ნაკლები ტესტი ჩატარდეს.

„ქალბატონმა მარინა ეზუგბაიამ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკაა, ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის რაც შეიძლება ცოტა ტესტი გაკეთდეს. ამაზე ვსაუბრობდით ჩვენც პარლამენტში, სადაც ჯანდაცვის მინისტრი არ მოვიდა“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა რომ ბოლო 24 საათში 25 დადასტურებული შემთხვევა სწრაფი ტესტის შედეგია, მან ასევე იმედი გამოთქვა რომ სწრაფი ტესტები ქვეყანაში აღარ ჩატარდება.

 


close დახურვა